აქცია პროკურატურასთან
გენერალურ პროკურატურასთან გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილი. მათ პროკურატურის თანამშრომლები შეხვდნენ. გიგა ავალიანის ოჯახის წევრები საქმეზე ეფექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვენ. ადვოკატის განცხადებით, აუცილებელია სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულში მონაწილე ყველა პირის პასუხისგებაში მიცემა. მათივე განცხადებით, 8 იანვრამდე მისცეს პროკურატურას დრო, რომ გადასცენ საქმის მასალები.