აქცია პროკურატურასთან
გენერალურ პროკურატურასთან ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრებმა, თანაპარტიელებმა და მეგობრებმა აქცია გამართეს. მთავარ მოთხოვნად დასახელდა – პატიმრობაში მყოფ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის შეზღუდვა მოეხსნას, რათა პოლიტიკოსმა ოჯახის წევრებთან და მცირეწლოვან შვილებთან კომუნიკაცია შეძლოს. მათ აღნიშნული მოთხოვნით უწყებაში განცხადებაც შეიტანეს. შეგახსენებთ, ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, ამასთან, პოლიტიკოსს ბრალი აქვს წარდგენილი 317-ე მუხლითაც, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდებას გულისხმობს.