აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

ანა დოლიძის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა პრეზიდენტის რეზიდენციასთან.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პერფორმანსი გამართეს. შეკრებილების განცხადებით, პრეზიდენტი არ არის უფლებამოსილი თანამდებობიდან გაათავისუფლოს მის მიერ დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

აქციის მონაწილეებმა კონსტიტუციის 52-ე მუხლი წაიკითხეს.