აქცია პოლიციის მთავარ სამმართველოსთან

ამ წუთებში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის ბრალდებული ზურაბ ბუდაღაშვილის ახლობლები არიან შეკრებილები. ბრალდებულის ოჯახის წევრები, ბუდაღაშვილის დაკავებას აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, დაკავებული უარს ამბობს ადვოკატის მომსახურებაზე. ბუდაღაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 20 ივნისის აქციაზე დაკავებულის მხრიდან სამართალდამცველების მისამართით არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ბუდაღაშვილსა და ორი დღის წინ დაკავებულ კიდევ სამ პირს, 225-ე მუხლით ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინათ.