საქართველოს პირველი არხის შენობა პროტესტის კერად რჩება. საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილები ყოველდღიურ ეთერს ითხოვენ. ცოტა ხნის წინ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და განათლების სპეციალისტი გიორგი ჭანტურია არხის გენერალურ დირექტორს შეხვდნენ.
ყოველდღე, პრაიმტაიმში პირდაპირი ეთერი პარიტეტის დაცვით, რაც მაყურებლისთვის ორი სხვადასხვა პოზიციის შეთავაზებას გულისხმობს – ასეთია პირველი არხის ხელმძღვანელობის წინადადება, რომელიც შეხვედრის დასრულების შემდეგ საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აქციის მონაწილეებს გააცნეს. ტელევიზიის შეთავაზებას ადგილზე შეკრებილებს შორის აზრთა სხვადასხვაობა და უკმაყოფილება მოჰყვა.
#მოამბე სპეციალური გამოშვება – საპროტესტო აქცია #LIVE