ამ წუთებში აქცია იმართება საზოგადოებრივ მაუწყებელთან. პირველი არხის შენობის წინ საინიციატივო ჯგუფის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები. ისინი არხის მენეჯმენტის და სამეურვეო საბჭოს გადადგომას და საღამოს გამოყოფილ საეთერო დროსთან ერთად, დღის ეთერსაც ითხოვენ. აქციაზე იმყოფება პირველი არხის გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანი და გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფიც. ისინი ტელეეთერში „რეალური სივრცის“ დაბრუნებას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, პირველ არხი საგანგებო რეჟიმით მაუწყებლობს და პრაიმ თაიმში ეთერს უთმობს განსხვავებული პოზიციის მქონე მოქალაქეებს, აქციის მონაწილეებს, ასევე პოლიტიკოსებს.