საქართველოს პირველ არხთან დღესაც საპროტესტო აქცია გაიმართა. ტელევიზიასთან შეკრებილები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ საღამოსა და დღის ეთერის დათმობას და ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეების შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი 28 ნოემბრის შემდეგ შექმნილ ვითარებას სათანადოდ არ აშუქებს და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებს სრულფასოვნად არ ასახავს. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.