აქცია პირველ არხთან

საქართველოს პირველ არხთან საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.

მოთხოვნები უცვლელია – მენეჯმენტის გადადგომასთან ერთად ტელევიზიასთან შეკრებილები პირდაპირ ეთერს ითხოვენ. ცოტა ხნის წინ საინიციატივო ჯგუფი არხის გენერალურ დირექტორს შეხვდა. მიღწეულია შეთანხმება, რომ ტელევიზია დღესაც დაუთმობს ერთ საათს საზოგადოების წარმომადგენლებს. აქციაზე მყოფთა გადაწყვეტილებით, დღევანდელი სტუმრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებზე ისაუბრებენ.