აქცია პირველ არხთან

სამეურვეო საბჭოს სხდომის პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მაუწყებლის შენობასთან. შეკრებილები ვასილ მაღლაფერიძის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ მეორე ვადით არჩევას აპროტესტებენ. მაუწყებლის წინ შეკრებილები არიან ის ადამიანები, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვეა, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციამდე, კოსტავას 68 ნომერთან, ტელევიზიის ძველ შენობასთან იკრიბებიან. აქციის მონაწილეები მაუწყებლის შენობასთან ბანერებითა და პლაკატებით მოვიდნენ.