აქცია პირველ არხთან
გვიან ღამით დასრულდა საპროტესტო აქცია პირველ არხთან. მომიტინგეებს შორის იყვნენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები და მათი მხარდამჭერები. აქციის მონაწილეების სურვილი რექტორსა და სტუდენტებს შორის დებატების გამართვა იყო, თუმცა, ის არ შედგა. ორივე მხარემ საკუთარი პოზიცია დამოუკიდებლად გამოხატა.
მოგვიანებით მომიტინგეებმა ყოველდღიური მოთხოვნებიც გააჟღერეს – დღისა და საღამოს ეთერის დათმობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის და არხის მენეჯმენტის გადადგომა. საზოგადოებრივ მაუწყებელთან იმყოფებოდნენ აქციების დროს დაკავებულთა მშობლებიც. შეკრებილებმა მოგვიანებით მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს და ხელახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს.