საქართველოს პირველ არხთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის დღისა და ღამის ეთერების დათმობა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. მოთხოვნებს შორის არის არხის მენეჯმენტის გადადგომა. ამასთან, მათ ქალებს რვა მარტი მიულოცეს და ემიგრაციაში მყოფი ქალების პრობლემებზე ისაუბრეს. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მსვლელობით რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც მარშს სახელწოდებით „ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“ შეუერთდნენ.