აქცია პირველ არხთან

21:19, 01.03.2025

 საქართველოს პირველ არხთან აქცია გაიმართა. შეკრებილები კვლავ დღისა და ღამის ეთერების საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის დათმობას ითხოვენ. მოთხოვნებს შორის რჩება არხის მენეჯმენტის გადადგომაც. დღესვე შეკრებილებმა განიხილეს თემა სახელწოდებით „სოფლის მეურნეობა – ერთი მეწარმის სისტემური გამოწვევები“. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც საპროტესტო აქციები უკვე 94 დღეა მიმდინარეობს.

მსგავსი