მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. შეკრებილებმა კვლავ დღისა და ღამის ეთერების საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის დათმობა მოითხოვეს. მთავარ მოთხოვნად რჩება არხის მენეჯმენტის გადადგომა. პირველ არხთან მოეწყო ყოველდღიური ეთერიც. დღევანდელი გადაცემის თემა „სტუდენტები რეჟიმის წინააღმდეგ“ იყო.
აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ბათუმში დაკავებულ თემურ ქათამაძეს, რომელიც უკვე 37-ე დღეა, შიმშილობს. საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილებმა მოგვიანებით მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.