აქცია პირველ არხთან

12:10, 22.02.2025

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს მოშიმშილე თემურ ქათამაძეს, რომელიც პოლიციამ ბათუმში 11 იანვარს დააკავა. ისაუბრეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელზეც. რაც შეეხება მთავარ მოთხოვნებს – მომიტინგეები დღისა და ღამის ეთერების საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის დათმობას და არხის მენეჯმენტის გადადგომას ითხოვენ.

მსგავსი