აქცია პირველ არხთან

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მორიგი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს დღისა და ღამის ეთერების დათმობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის. მთავარ მოთხოვნად რჩება არხის მენეჯმენტის გადადგომა. მათ ასევე სოლიდარობა გამოუცხადეს აქციების მიმდინარეობისას დაკავებულ პირებსა და მოშიმშილეებს – მათ შორის ჟურნალისტ მზია ამაღლობელს. მოგვიანებით პირველ არხთან შეკრებილებმა მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.