აქცია პირველ არხთან

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა – მომიტინგეებმა კვლავ ღამის ეთერების აღდგენა და დღის ეთერების დათმობა მოითხოვეს. მთავარი მოთხოვნა კი მენეჯმენტის გადადგომაა. დღეს მათ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მოშიმშილეებს და დევნილებს.

ტელევიზიის შესასვლელთან შედგა სახალხო ეთერიც. დისკუსიის თემაა დღეს დაფუძნებული „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის“ იდეა და მისი მიზნები. მოგვიანებით პირველ არხთან შეკრებილებმა მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.