დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია ისევ გაიმართა. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია – არხის ხელმძღვანელობის გადადგომა და შუადღისა და საღამოს ეთერის დათმობა. აქციაზე შეკრებილებმა მზია ამაღლობელს მხარდაჭერა და სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს, ისაუბრეს სხვა დაკავებულებზეც.
ტელევიზიის შესასვლელთან სახალხო ეთერიც შედგა. საჯარო დისკუსიის თემა იყო დღეს განვითარებული მოვლენები და ხვალისთვის დაგეგმილი აქცია. შეკრებილების კითხვებს იურისტები პასუხობდნენ.