საზოგადოებრივ მაუწყებელთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეები მენეჯმენტის გადადგომასა და სხვადასხვა ჯგუფისთვის ეთერის დათმობას ითხოვენ. ტელევიზიის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის მონაწილეები ყოველდღიურად ლაივსტრიმის მეშვეობით მაუწყებლობენ – დღევანდელი ეთერის თემა საქართველოს პირველ არხი და მის სარედაქციო პოლიტიკა იყო.