მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. შეკრებილები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის ეთერის დათმობასა და მენეჯმენტის გადადგომას ითხოვენ. ტელევიზიასთან მსვლელობით მოვიდნენ „თავისუფალისა“ და „აგრარული უნივერსიტეტის“ სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ლექტორები, რომლებმაც მარში ბენდუქიძის კამპუსიდან დაიწყეს. მარშის მონაწილეები რამდენიმე მედიასაშუალებასთან იმყოფებოდნენ და მათი სარედაქციო პოლიტიკა გააკრიტიკეს. საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ აქციას შეუერთდა საბურთალოელების მარშიც. მოგვიანებით მათ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.