აქცია პირველ არხთან

საქართველოს პირველ არხთან მორიგი აქცია გაიმართა – შეკრებილები საზოგადოების წარმომადგენლებისთვის დღისა და ღამის ეთერების გახსნას ითხოვდნენ. მოთხოვნებს შორის არის მენეჯმენტის გადადგომაც. ტელევიზიის შენობასთან მათ პროტესტი სასტვენებითა და ტრანსფარანტებით გამოხატეს და განცხადებები გააკეთეს.

უკვე რამდენიმე კვირაა, აქციის მონაწილეები ტელევიზიის შენობასთან სახალხო ეთერებს აწყობენ და ონლაინ მაუწყებლობენ.