საქართველოს პირველ არხთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის საეთერო დროის დათმობასა და მენეჯმენტის გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ტელევიზიის ცენტრალურ შესასვლელთან საცდელი მაუწყებლობა დაიწყეს, რომელიც ფეისბუქზე ლაივსტრიმის მეშვეობით გადაიცემა. მათი დღევანდელი ეთერი მაუწყებლის შენობის შენარჩუნების საკითხს მიეძღვნა და ითქვა, რომ საუკუნოვანი ისტორიის მქონე შენობა უნდა შენარჩუნდეს. მომიტინგეების განცხადებით, საპროტესტო აქციები პირველ არხთან ყოველდღიურად, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.