აქცია-პერფორმანსი

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ორგანიზებით, აქცია გაიმართა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე.

პროტესტის მონაწილეები „ზებრა“ გადასასვლელებზე დროშებითა და პლაკატებით დადგნენ და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს. მძღოლების ნაწილი აქციას ავტომანქანის საყვირებით შეუერთდა. ზოგიერთმა გამვლელმა, აქციის მოთხოვნის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა.