აქცია-პერფორმანსი „თეთრ ხიდზე“

არასამთავრობო ორგანიზაციამ “ევროპა ჩვენი სახლია” ქუთაისში, თეთრ ხიდზე გამაფრთხილებელი აქცია-პერფორმანსი გამართა. აქციის მონაწილეებმა ხიდის დაზიანებულ ნაწილზე სტიკერები დააკრეს წარწერით “სახიფათოა”. არასამთავრობო ორგანიზაციამ ადგილობრივი ხელისუფლება უპასუხისმგბლობასა და არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა, რადგან მათი განცხადებით, ხიდი მოქალაქეებისთვის სახიფათოა და დღემდე ხელისუფლებას რაიმე ქმედითი ზომები მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის არ მიუღია.

არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებას ქუთაისის მერია გამოეხმაურა. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ბექა ყურაშვილის განცხადებით, მერია გამოძიების პროცესის დასრულებას ელოდება. ხიდზე მოქალაქეების გადაადგილება კი უსაფრთხოა.