აქცია-პერფორმანსი პარლამენტთან

პარლამენტთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეკრებილების განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში ერთი პარტიის შესვლით, საქართველო საბჭოთა კავშირში ბრუნდება. მათივე თქმით, ერთპარტიული პარლამენტი „ცხოველთა ფერმას“ ემსგავსება. ამის სიმბოლოდ კი აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გოჭი მიიყვანეს.