აქცია-პერფორმანსი გენერალურ პროკურატურასთან

12:17, 02.02.2020

ზვიად კუპრავამ და მისმა თანამოაზრეებმა, გენერალურ პროკურატურასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა პროკურატურასთან ირაკლი შოთაძის გამოსახულებით ბიუსტი მიიტანეს.

აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი ამ ფორმით გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ.

ზვიად კუპრავას განცხადებით, შოთაძის წინააღმდეგ აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

მსგავსი