აქცია პენიტენციურ სამსახურთან

12:16, 06.10.2026

თბილისში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შენობასთან, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები პენიტენციურ სისტემაში პატიმრის მიმართ სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს აპროტესტებენ. ოჯახის მთავარი მოთხოვნებია დანაშაულში მონაწილე ყველა პირის დაუყოვნებლივ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების უფროსის თანამდებობიდან გადადგომა. მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრების სრულად და უწყვეტად გასაჯაროება. ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი პროტესტს მანამ არ შეწყვეტენ, სანამ მათ მოთხოვნებს რეალური რეაგირება არ მოჰყვება.

მსგავსი