აქცია პარლამენტთან – ანა ბროლაძის ჩართვა
პროტესტი არ წყდება.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კვლავ პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრშია. დღეს დილით დაშლილი აქცია ორი საათის წინ ისევ განახლდა. მოქალაქეებთან ერთად რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერები, მესამე სექტორის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. გადაკეტილია გზის სავალი ნაწილი. მობილიზებულია პოლიცია, თავისუფლების მოედანზე კი სპეციალური დანიშნულების რაზმია განლაგებული. მთავრობის მეთაურის მორიგი განმარტების მიუხედავად, ვნებათაღელვა არ ცხრება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გარშემო, რომლის მიხედვით 2028 წლამდე ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების საკითხის დაყენება ხელისუფლების დღის წესრიგიდან იხსნება. აქციის მონაწილეები ამ ნაბიჯს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებად და დასავლური კურსის ცვლილების ოფიციალურ გაფორმებად მიიჩნევენ. პარლამენტთან შეკრებილები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
რუსთაველის გამზირზე „მოამბის“ რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს.