აქცია პარლამენტთან

პარლამენტთან გამართული აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა სოფელ ბუღაშენში მიხაილ ავაქიანის ძეგლის აღება იყო. მათი განმარტებით, ყარაბაღის კონფლიქტის დროს სომხური მხარის სასარგებლოდ მებრძოლის ძეგლის საქართველოში არსებობა დაუშვებელია.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, ხელისუფლებამ დაბალანსებული პოლიტიკა შეინარჩუნოს.