აქცია პარლამენტთან

საყოველთაო ამნისტიის გამოცხადების მოთხოვნით, მოძრაობამ „შემახე ამნისტია“ პარლამენტთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, პარლამენტში დაგეგმილი საყოველთაო ამნისტიის კანონპროექტი შერჩევითი სამართლით არის შედგენილი და მოითხოვენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი საყოველთაო გახდეს. მათ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა სურთ. აქციის მონაწილეები ასევე მოუწოდებენ პრეზიდენტს, პარლამენტსა და დიპლომატიურ კორპუსს არ დაუშვან ამნისტია შერჩევითი სამართლით. „შემახე ამნისტიის“ წევრები მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სხვადასხვა უწყების პიკეტირებას აანონსებენ.

მოამბე