აქცია პარლამენტთან

12:40, 27.02.2021

პარლამენტის შენობასთან ამ დროისთვის 11 კარავია გაშლილი. ოპოზიციის მხარდამჭერებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა პირებმა ღამე კარვებში გაათენეს. მათივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთან კარვების რაოდენობა გაიზრდება და არ გამორიცხავენ, რომ კარვები, საჭიროების შემთხვევაში, რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზეც განთავსდეს.

გვიან ღამით პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვა, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა მცირე რაოდენობა იყო, რაც გზის გადაკეტვას არ საჭიროებდა.

 

მსგავსი