აქცია პარლამენტთან

სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა სწავლის საფასურის განახევრება და 2020 წლის განმავლობაში შეჩერებული სტატუსის აღდგენაა.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, მათ საკანონმდებლო ორგანოს განათლების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დასწრების თხოვნით მიმართეს, რაზეც უარი მიიღეს. აქციის მონაწილეებმა დღეს პარლამენტში რამდენიმე კითხვა დატოვეს.