აქცია პარლამენტთან

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველის სხდომის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება. აქციის მონაწილეების განცხადებით, არჩევნები გაყალბდა და ამიტომ მეათე მოწვევის პარლამენტს ნდობა არ აქვს. აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიაზე შემსვლელი პირების მიმართ სკანდირებენ და მათთან მიახლოებას ცდილობენ. ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებული არიან სამართალდამცველები.