აქცია პარლამენტთან

რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. პარლამენტის წინ მივიდა ლიდერების ნაწილიც, თუმცა ადგილზე შეკრებილთათვის სიტყვით არ მიუმართავთ. აქცია, რომლის მონაწილეთა მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა იყო, ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.