აქცია პარლამენტთან

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ოვაციებით შეხვდნენ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები.

მოძრაობა „გაბედემ“ სიმბოლურად თეთრი ბუშტები გაუშვა, რომლებზეც იმ დეპუტატები სახელები იყო, ვინც თავის დროზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, კონსტიტუციური პროექტის მხარდაჭერის მიუხედავად, 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულებული არ არის. ისინი კვლავ გიორგი რურუას გათავისუფლებას მოითხოვენ. ამ მიზნით კი პერმანენტული აქციები დააანონსეს.