აქცია პარლამენტთან

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ კრედიტორებმა საქართველოს პარლამენტთან აქცია გამართეს. დაზარალებული მეანაბრეები საკუთარი თანხების დაბრუნებასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას მოითხოვდნენ. მათი თქმით, კომპანიას აღნიშნული ქონება დაუყადაღდა, თუმცა თანხა დღემდე არცერთ დაზარალებულს  მიუღია. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან თანადგომას ითხოვენ. დაზარალებულები აცხადებენ, რომ იკვეთება ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის საკითხიც, რადგან კომპანიას საქმიანობის უფლება დროულად არ შეუჩერდა.