აქცია პარლამენტთან

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების სურათებით ადგილზე მოძრაობა „სირცხვილიას,“ „გაბედესა“ და „შეცვალეს“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილი ანგარიშს არა საზოგადოებას, არამედ ბიძინა ივანიშვილს აბარებს.