აქცია პარლამენტთან

გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ცხრა ადამიანი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხლა-შემოხლა პარლამენტის შენობის წინ კარვების აღებას მოჰყვა. თბილსერვისის თანამშრომლებმა კარვების აღება დაახლოებით ღამის პირველის ნახევარზე დაიწყეს და მათ ადგილზე საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით საბავშვო ატრაქციონები დადგეს. დედაქალაქის მერიის პრესცენტრის განმარტებით, აქციის მონაწილეები საბავშვო გასართობი ადგილის და საშობაო მარკეტის მოწყობის შესახებ წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები.

მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს 12 საათზე საპროტესტო აქცია დაიწყება და ახალი წლის დადგომის შემდეგაც გაგრძელდება.