აქცია პარლამენტთან

მინისტრობის კანდიდატების მოსმენის პარალელურად, საქართველოს პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, მათ სურდათ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებზე დასწრება, თუმცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა ისინი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში არ შეუშვეს.