აქცია პარლამენტთან
პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის პარალელურად, მოქალაქეთა ჯგუფი საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბა.
აქციის მონაწილეები კომისიის საქმიანობას აპროტესტებენ. მათი თქმით, კომისიის მეშვეობით ცდილობენ რუსული საქმე აკეთონ და გაასამართლონ სხვადასხვა პირი. აქციის მიმდინარეობისას მცირედი შელაპარაკება მოხდა მონაწილეებსა და გოგა ხაინდრავას შორის. დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც ხაინდრავა პარლამენტის შენობას ტოვებდა. აქციის მონაწილეების თქმით, რამდენიმე მონაწილე პოლიციამ დააკავა, რათა ტერიტორიიდან განერიდებინა.