ქვეყნის მთავარ გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. შეკრებილები უკვე მერვე დღეა, „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, მმართველი გუნდი 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში აღარ დააყენებს, ასევე უარს ამბობს ევროკავშირიდან გრანტების მიღებაზე.
მიუხედავად პრემიერის არაერთი განმარტებისა, რომ გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას არ ნიშნავს, დასავლური ინტეგრაციისთვის მუშაობა გრძელდება. პროტესტი გრძელდება, რუსთაველზე შეკრებილები აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ დასავლური კურსიდან გადაუხვია. ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან ერთად, აქციის მონაწილეების მოთხოვნა დაკავებულების დაუყოვნებლივი გათავისუფლებაა.
„მოამბის“ რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს ადგილზე – ნათია ქენქაძეს ვრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში, რა ვითარებაა ამ დროისთვის საპროტესტო აქციაზე?