აქცია პარლამენტთან

09:19, 29.04.2024

გვიან ღამით დასრულდა აქცია პარლამენტის შენობასთან. გვიან ღამითვე აღდგა რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა, პარალელურად, ჩატარდა დასუფთავების სამუშაოები.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია გუშინ 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო, მოგვიანებით კი მომიტინგეებმა მსვლელობით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. აქციის მიმდინარეობისას პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა.

 

მსგავსი