აქცია პარლამენტთან

ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოს პარლამენტთან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების აქციას ეხმაურება.

დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ  ერთდროულად საცხოვრებელი ფართით ყველა დევნილი მოქალაქის დაკმაყოფილება შეუძლებელია,  თუმცა სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულების ტემპები საკმაოდ გაზრდილია და 2019-20 წლების სამოქმედო გეგმით საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ  6 ათას ოჯახს გადაეცემა.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია დღეს პარლამენტის შენობასთან გამართეს და ბინებით დაკმაყოფილება მოითხოვეს.

აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც იმყოფებოდნენ.