აქცია პარლამენტთან

პროტესტი პარლამენტის კედლებს გასცდა.

რუსთაველის გამზირი ისევ საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მეორე დღეა, სამოქალაქო სექტორის მიერ ორგანიზებული გამოსვლები მიმდინარეობს. პარლამენტის წინ იმყოფებიან მოქალაქეები, პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ – ასეთია აქციის სახელწოდება. მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან ერთადერთი მოთხოვნით დგანან – უკან გაიწვიონ სადავო კანონპროექტი. დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ამჯერადაც სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა. სიტუაცია პერმანენტულად იძაბება. პარლამენტის უკანა და გვერდითა შესასვლელები პოლიციას ისევ გადაკეტილი აქვს. ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ჭიჭინაძის ქუჩაზე მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ ადგილზე შეკრებილებს პარლამენტის შესასვლელთან განლაგებისკენ მოუწოდა.