აქცია პარლამენტთან

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოსთან. პარლამენტის უკანა შესასვლელთან უკვე მეორე დღეა „ქართული ოცნებას“ ინიციატივის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.

ადგილზე შეკრებილები არიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ხელოვანები და რიგითი მოქალაქეები. მათი განცხადებით, კანონპროექტი არის რუსული და მისი ძალაში შესვლა ქვეყნის ევროინტეგრაციას საფრთხეს შეუქმნის.