აქცია პარლამენტის შენობასთან - პოლიტიკური შეფასებები

აქცია არ დაწყებულა, თუმცა პარლამენტის წინ უკვე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები.

ოპონენტები ხელისუფლებას საპროტესტო გამოსვლის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ სამართალდამცავები ადგილზე მყოფებს მშვიდობიანი შეკრების გამართვის უფლებას არ აძლევენ.

რუსთაველის გამზირზე მომხდარი დღევანდელი ინციდენტები და დაკავებები უკვე გახდა მწვავე პოლიტიკური დებატების მთავარი თემა პარლამენტშიც. სწორედ პარლამენტის წინ დღეს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლა. ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარია ისევ პარლამენტში რჩება.

ლიკა ალელიშვილი გაგვაცნობს პარლამენტში და მის გარეთ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს.