აქცია პანკისში

პანკისის ხეობაში ტაჯიკეთის მოქალაქეების გატაცებისა და ფულის გამოძალვის მცდელობის  ბრალდებით დაკავებული ოთხი ადგილობრივის მხარდამჭერი აქცია გამართა.

სოფელ დუისში ადგილობრივები შეიკრიბნენ. ბაქარ ფარეულიძე, ზელიმხან აჭიშვილი, ზელიმ ბაკაევი და ისლამ დუიშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე სექტემბრის ბოლოს დააკავეს. ბაქარ ფარეულიძე ხეობის სალაფიტირი თემის ერთ-ერთი ლიდერისა და ბიზნესმენის, ვახტანგ ფარეულიძის ძმაა. ვახტანგ ფარეულიძე არ უარყოფს, რომ დაკავებულთა მხრიდან ადგილი ჰქონდა გადაცდომებს, თუმცა გამორიცხავს გატაცებისა და ფულის გამოძალვის ვერსიას.

აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა. დაკავებულებს მხარდაჭერა გამოუცხადა და თავდებში დადგომის სურვილი გამოთქვეს ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებმაც. ხასო ხანგოშვილმა და ზელიმხან წუწაშვილმა განაცხადეს, რომ დაკავებულები კრიმინალში არასდროს ყოფილან შემჩნეული. უხუცესები ხელისუფლებას სთხოვენ დაკავებულებს შეუმცირონ სასჯელი ან გაათავისუფლონ ციხიდან.