აქცია პანკისის ხეობაში

ადგილობრივები უხუცესებთან ერთად სოფელ დუისში შეიკრიბნენ. ისინი თხოვნით მიმართავენ საქართველოს პარლამენტს, ამნისტიის შესახებ კანონი შეეხოს იმ ახალგაზრდებსაც, ვინც სასჯელს ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით იხდის. კონკრეტულად საუბარია საქართველოში ახმედ ჩატაევის შემოყვანის ხელშეწყობისთვის და სირიაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის პატიმრობა მისჯილ ხუთ პირზე. სასჯელის სახედ მათ 10-12 წლამდე პატიმრობა აქვთ შეფარდებული და უკვე სამი წელია იხდიან მას. ხეობის უხუცესების, განცხადებით, დაკავებულებს საქართველოს საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში უხუცესები და მოსახლეობა მათ არ დაიცავდა. პანკისელები მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილს სახელზე შუამდგომლობისთვის ხელმოწერებს აგროვებენ.