აქცია ოზურგეთში

ოზურგეთში, ექადიის უბანში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები ალუმინის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ქარხნის მუშაობა მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. ისინი ხელისუფლებას პრობლემის გადაჭრას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ.

ადგილზე არ გამოჩენილან თავად საწარმოს, შპს „არერსა მეთალის“ წარმომადგენლები. მოსახლეობასთან აქციაზე მოვიდა უბნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით მდინარაძე. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარის, ირმა გორდელაძის თქმით, საქმე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას უკვე გადაეცა.

 

დატოვე კომენტარი