აქცია ოზურგეთში

ოზურგეთში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ პოლიციის სამმართველოს შენობის წინ, აქციების დროს დაშავებული ადამიანების და აშშ-ის მიერ დასანქცირებული პირების ფოტოები მიიტანეს. მომიტინგეების განმარტებით, პერფორმანსის მიზანი იყო პოლიციელებისთვის კიდევ ერთხელ ეჩვენებინათ, ვინ არიან მათი ხელმძღვანელი პირები და მოეწოდებინათ, რომ შეწყვიტონ მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობა.