აქცია ოზურგეთში

საპროტესტო აქცია გაიმართა ოზურგეთში. მოქალაქეები თეატრის წინ შეიკრიბნენ და მსვლელობა მოაწყვეს, მოგვიანებით ისინი პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შეჩერდნენ, მოთხოვნები გააჟღერეს და მერიასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებმა მოქალაქეებს გაფიცვისკენ მოუწოდეს, ძალადობა დაგმეს, აქციებისას დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლება მოითხოვეს და განაცხადეს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, პროტესტი ყველა მოქალაქის ვალდებულებაა.